აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ცალმხრივი ეკონომიკური სანქციებიერთი წლით კიდევ გაახანგრძლივა. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება.
ამერიკული კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ "ირანის ხელისუფლების მოქმედების შედეგად აშშ-სა და ირანს შორის წარმოქმნილი კრიზისი, აღმოფხვრილი არაა".
ამასთან, ობამას თქმით, ირანის ხელისუფლების ქმედება და პოლიტიკა რეგიონში აშშ-ის ინტერტესს ეწინააღმდეგება და ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის უაღრესად დიდ საშიშროებას ქმნის.
"ამის გამო გადავწყვიტე, ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დამეტოვებინა",_აღნიშნა ობამამ.
შეგახსენებთ, ირანის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ ბილ კლინტონის მიერ 1995 წლის 15 მარტს დაწესდა, რაც ამერიკულ კომპანიებს თეირანთან თითქმის ყველა ეკონომიკურ-ფინანსური ოპოეარაციის ჩატარებას უკრძალავდა. ამასთან, აკრძალვა ვრცელდებოდა ნავთობისა და გაზის მოპოვების ადგილების დამუშავებაზეც. ირანის მიმართ დასჯითი ზომები ყოველწლიურად მკაცრდებოდა. იმავდროულად, მკაცრი ზომები გარკეულწილად, მსუბუქდებოდა კიდეც. მაგალითად, ნებადართული იყო ირანში სოფლის მეურნეობისა და სამედიცინო პრეპარატთა ექსპორტი, იქიდან კი ხალიჩების იმპორტი.