მუამარ კადაფის რეჟიმის მოწინააღმდეგეები ლიბიის ტერიტორიის 90 %-ს აკონტროლებენ. რადიო "მაიაკის" ცნობით, ამის შესახებ გარდამავალი ნაციონალური საბჭოს საგარეო ურთიერთობის კომისარმა აბდელ მუნეიმ ალ-ხუნიმ განაცხდა. მანვე ევროპულ სახელმწიფოებს ბენგაზში დაფუძნებული ლიბიის ახალი ადმინისტრაციის აღიარების დაჩქარებისკენ მოუწოდა.
ადგილობრივი გაზეთის "აშ-შარკ ალ-აუსატის" ცნობით, გარდამავალ ნაციონალურ საბჭოსთან ოფიციალური ურთიერთობა უკვე 16-მა ქვეყანამ დაამყარა.
ლიბიის ოპოზიცია კი დაჟინებით მოითხოვს, რათა დასავლეთმა ლიბიის ცაზე სამხედრო ავიაციის ფრენა აკრძალოს. კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებულთა თქმით, კადაფის მომხრეებს ცაში ფრენის უპირატესობა აქვთ, რაც ტრიპოლში ამბოხებულთა არმიის შეყვანას ართულებს.