ბრიტანეთმა ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება, შესაძლოა, უახლოეს დღეებში მიიღოს.
ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიბიმ განაცხადა.
"ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადება მართლა შეიძლება განხორციელდეს, თანაც ძალიან მალე. თუმცა მსგავს გადაწყვეტილებას კანონიერი საფუძვლების მომზადება სჭირდება. ჩვენ ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებთ გაეროში", - განმარტა ჰეიბიმ.
როგორც ცნობილია, ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადებისთვის გაერომ შესაბამისი რეზოლუცია უნდა მიიღოს, თუმცა ორგანიზაციაში საკითხის დამტკიცებისგან რუსეთი და ჩინეთი ამ დროისთვის თავს იკავებს.
ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადებას განიხილავს არაბთა ლიგაც.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომია. ქვეყანაში ამ დრომდე გრძელდება მეამობოხეებსა დ არმიას შორის შეტაკებები. მეამბოხეები უარს ამბობენ კადაფის რეჟიმთან დიალოგზე და გაეროს ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადებისკენ მოუწოდებენ.