ლიბიის მეთაური მუამად კადაფი ქვეყანაში არეულობის ორგანიზებაში გარე ძალებს - ალჟირელებს, პალესტინელებს, ეგვიპტელებსა და ავღანელებს ადანაშაულებს.
"ჩვენი ახალგაზრდები არიან ავღანელების, ალჟირელების, ეგვიპტელებისა და პალესტინელების მცირე ჯგუფის გავლენის ქვეშ, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში არიან გამაგრებულნი. სწორედ მათ მისცეს იარაღი ამბოხებულებს და 20 წლის ბიჭები საბრძოლოდ გაწვრთნეს", - განაცხადა ლიბიის ლიდერმა რამდენიმე წუთის წინ უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომია. ქვეყანაში ამ დრომდე გრძელდება მეამობოხეებსა დ არმიას შორის შეტაკებები. მეამბოხეები უარს ამბობენ კადაფის რეჟიმთან დიალოგზე და გაეროს ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადებისკენ მოუწოდებენ.