აშშ ამზადებს წიგნს "ტვიტერი ტაქრირიდან". მასში თავმოყრილია ეგვიპტის გადატრიალების შესახებ პოპულარული ქსელზე - twitter.com-ზე არსებული ყველაზე მწვავე ინფორმაცია. ეგვიპტის მოვლენების შესახებ პოპულარული ქსელის მთლიანი მონაცემები ერთიანი სიუჟეტის ქარგას იძლევა.
"ემოციური მოვლენების ცოცხალი ნაკადი, სახელისუფლო კაცისმკვლელების თავდასხმით განცდილი ძლიერი განგაში, ასევე, დიქტატორის გადადგომით გამოწვეული ემოციების ნაკადი", - ყველაფერ ამას მოიცავს ახალი წიგნი.
წიგნს ქაიროს ტაქრირის მოედნის საპატივსაცემოდ, "ტვიტერი ტაქრირიდან" უწოდეს. სწორედ ამ მოედანზე ორი კვირის მანძილზე მრავალმილიონიანი მიტინგები იმართებოდა.
სი-ენ-ენ-ის ინფორმაციით, წიგნი 21 აპრილს გამოვა.
შეგახსენებთ, 2011 წლის იანვარში დაწყებული სახალხო მღელვარების შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გადადგა. არაბულ სამყაროში განვითარებული მოვლენების შეფასებისას სოციალური ქსელებისა და ბლოგის როლი ფართო განსჯის საგანია. ზოგიერთმა ექსპერტმა ტუნისისა და ეგვიპტეში ხელისუფლების შეცვლა "ტვიტერ-რევოლუციად" მოიხსენია.