ლიბიის ოპოზიციონერ ლიდერ და გარდამავალ საბჭოს ხელმძღვანელ აბდელ ჯალილის განცხადებით, ლიბიის ოპოზიციას აშშ-თან არაპიდაპირი კონტაქტი აქვს.
მისი თქმით, ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის თანამდებობის დარჩენის მცირე შანსის კი არ არსებობს. როგორც მან ტელეკომპანია "ალ არაბიასთან" საუბრისას განაცხადა, ოპოზიციასა და კადაფს შორის არანაირი პირდაპირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
"კადაფისთან არასდროს დავიწყებთ მოლაპარაკებას რადგან ჩვენ მას არ ვენდობით", - აცხადებს ჯალილი.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო დაპირისპირება 15 თებრვალს დაიწყო. ამბოხებულები ლიბიის ლიდერის მუამერ კადაფის 40 წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ.
საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, დაღუპულია 6 ათასამდე კაცი. 150 ათასზე მეტმა კი ქვეყანა დატოვა.