რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ერთმანეთს დღეს, 9 მარტს, მოსკოვში შეხვდებიან.
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი რუსეთის დედაქალაქში სწორედ ამ დღეს ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
"2011 წლის 9 მარტს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება, რომელიც რუსეთში სამუშაო ვიზიტით ჩამოვა", - იუწყება კრემლის პრესსამსახური.