დღეს აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტი ყირგიზეთის პრეზიდენტ როზა ოტუნბაევას სიმამაცის პრემიას გადასცემს. 2007 წლიდან მოყოლებული, ამ ჯილდოს გადასცემენ მანდილოსნებს, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს. ამ დრომდე ეს პრემია ძირითადად სამართალდამცავებს ჰქონდათ მიღებული.
როგორც სააგენტო "ინტერფაქსი" იტყობინება, როზა ოტუნბაევა პირველი მანდილოსანი-პრეზიდენტი გახდება, რომელიც სიმამაცის პრემიას დაიმსახურებს. ამ პრემიას ყირგიზეთის პრეზიდენტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გადასცემს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ოტუნბაევას დაჯილდოებას ეროვნული დაპირისპირებისა და სამოქალაქო ომის თავიდან აცილების გამო აპირებენ. ცენტრალური აზიის ადამიანის უფლების დამცველი მუსულმანთა კომიტეტი როზა ოტუნბაევას კანდიდატურის ნობელის პრემიაზე წარდგენას აპირებს.
უზბეკეთის
სამართალდამცავი მუტაბარ ტაჯიბაევი, რომელიც გასულ წელს სიმამაცის პრემიის
ლაურეატი გახდა, როზა ოტუნბაევასთვის ამ პრემიის მინიჭებით უკმაყოფილოა. მისი
აზრით, 2010 წლის ზაფხულში როზა ოტუნბაევას არაფერი გაუკეთებია დაპირისპირებისა და
მკვლელობების აღსაკვეთად.
ტაჯიბაევას თქმით, უფრო
ღირსეული იქნებოდა, ამ ჯილდოთი დაეჯილდოებინათ ადამიანები, რომლებსაც ადამიანის
უფლებების დაცვის დროს რისკი ემუქრებათ.
შეგახსენებთ, როზა
ოტუნბაევა ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება.