საპრეზიდენტო არჩევნებამდე დადებული პირობის მიუხედავად, რომ გუანტანამოს ციხეს დახურავდა, ბარაკ ობამამ გუანტანამოს ბაზაზე სამხედრო სასამართლოს აღდგენის შესახებ განაცხადა.
ამ ეტაპზე მათი გათავისუფლება აშშ-სთვის მეტად სახიფათოდ მიიჩნევა. ობამამ განაცხადა, რომ ასეთი ზომები აშშ-ს შესაძლებლობას მისცემს, რომ ტერორისტებს პასუხისმგებლობის გრძნობა გაუმძაფროს.
ამასთან, თეთრი სახლი აცხადებს, რომ კვლავაც ერთგული რჩება, რათა გარკვეულ შემთხვევებში, ეჭვმიტანილები ფედერალურ სასამართლოებში გასამართლდნენ.
გუამტანამოს ციხის დახურვის ძნელადმისაღწევი მიზანი აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის უმთავრეს პრობლემად რჩება.