არაბული მედიის მტკიცებით, მუამარ კადაფიმ ოპოზიციას გადადგომის სანაცვლოდ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების განატიები მოითხოვა. როგორც ორი არაბული გაზეთი და ტელეკომპანია "ალ-ჯაზერა" იუწყება, ოპოზიციამ კადაფის უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.
"კადაფის გადადგომა უსაფრთხოების გარანტიების დაკმაყოფილების სანაცვლოდ შეურაცხმყოფელი იქნება მის მიერ დახოცილი ხალხის სულებისთვის და მათი ოჯახებისთვის", - იუწყება "ალ-ჯაზირას" კორესპონდენტი სხვადასხვა ლიბიელ ოპოზოციონერებზე დაყრდნობით.
გაზეთები "აშარქ ალ ავსატი" და "ალ ბაიანი" წერენ, რომ მუამარ კადაფი გზას ეძებს ოპოზიციასთან საერთო ენის გამონახვისთვის.
მათი მტკიცებით, გარიგება თუ მოხდებოდა, კადაფი ქვეყანას მალულად დატოვებდა.