პაკისტანში, ქალაქ ფაისალაბადში გაზგასამართ სადგურთან მომხდარი აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ჯერ-ჯერობით უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზები.
როგორც ადგილობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება. ამ ეტაპზე აფეთქების ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.