სერბეთი და კოსოვო პირველ მოლაპარაკებას გამართავენ. აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლები შორის კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ უმაღლეს დონეზე პირველად შეხვდებიან.
როგორც BBC იუწყება, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე კოსოვოსთვის აუცილებელ სასიცოცხლო საკითხებს განიხილავენ, მათ შორის ტელეკომუნიკაციებისა და საჰაერო სივრცის შესახებ. კოსოვო სერბეთის წინააღმდეგობის გამო ვერ იღებს ქვეყნის სატელეფონო კოდს, რაზეც მკაცრი განცხადებები გააკეთეს აშშ-მ და ევროკავშირმა.
"მოლაპარაკებების მიზანი რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა. ეს მოლარაპარაკება ხელს შეუწყობს ბალკანური ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერებას, როგორც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება", - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ კოსოვომ დამოუკიდებლობა სამი წლის 75 ქვეყნის მხარდამჭერით მოიპოვა.