ლიბიაში სამოქალაქო ომის დასრულება ჭიანურდება. mიმდინარე ეტაპზე არც ერთი დაპირისპირებული მხარე პოზიციების დათმობას არ აპირებს.
aმავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის ლიდერი მუამერ კადაფი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვემს.
ამჟამად ორივე მხარე ქალაქ რას-ლანუფისთვის აპირებს ბრძოლას. qალაქი მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენს, რადგანაც იქ მდებარეობს ლიბიის საექსპორტო ნავთობის ტერმინალები.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ აპირებს ამბოხებულებს იარაღი საუდის არაბეთიდან მიაწოდოს.
რას-ლანუფი ამბოხებულების ხელშია, თუმცა დასავლური მედია იუწყება, რომ მისი მიმართულებით სამთავრობო ძალების მოტორიზებული ნაწილები მიემართებიან.
Sky News-ის ინფორმაციით, პირველი დღეებისგან განსხვავებით, კადაფის ძალებმა შესძლეს საკუთარი პოზიციებისა და რიგების გამაგრება და ცდილობენ სტრატეგიული ინიციატის ხელში აღებას.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო დაპირისპირება 15 თებრვალს დაიწყო. ამბოხებულები ლიბიის ლიდერის მუამერ კადაფის 40 წლისნი მმართველობის დასრულებას ითხოვენ.
საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, დაღუპულია 6 ათასამდე კაცი. 150 ათასზე მეტმა კი ქვეყანა დატოვა.