ლიბიის სამთავრობო ძალების ხელში კიდევ ერთი ქალაქი_ ბინჯავადი გადავიდა, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებდა. შეტაკებების შედეგად შვიდი კაცი დაიღუპა, ხოლო დაჭრილთა რიცხვი 50-ს აღწევს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ლიბიაში სპეცწარმომადგენელი დანიშნა და ჰუმანიტარული მისიის გაგზავნასაც აპირებს.
სამთავრობო ძალების ხელში გადავიდა, ასევე, ზავია და მისრატი. ამბოხებულები ამ დროისთვის პოზიციებს რასლანუპთან ამაგრებენ, სადაც ორი დღის წინ კადაფის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამ ინციდენტს ლიბიის ლიდერის ორი პილოტი ემსხვერპლა.
ქვეყნის სახელმწიფი ტელევიზია ირწმუნება, რომ წარმატებული კონტრიერიშის შემდეგ სამთავრობო ძალები ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქის ბენ-გაზის ასაღებად ემზადებიან. ამ ქალაქში მდებარეობს ოპოზიციის ხელმძღვანელობის შტაბი. ამბოხებულებმა რვა ბრიტანელი სპეცრაზმელი გაათავისუფლეს, რომლებიც ბენ-გაზში გუშინ დაატყვევეს. ისინი ბრიტანელ დიპლომატს ახლდნენ.