ინგუშეთში ადგილობრივი მცხოვრებელი მოკლეს, რომელმაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"დაახლოებით 10:000 საათზე სპეცღონისძიების შედეგად, რომლის დროსაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრთა დაკავება მიმდინარეობდა, ადგილობრივმა მცხოვრებელმა ბაგაუდინ ბოგატირიოვმა დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწია და ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა", - იუწყება რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ინგუშეთის მიმართულების პრესსამსახური.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები მუშაობენ და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი წყდება.