ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი საფრანგეთს ლიბიის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო ადანაშაულებს. ასე შეაფასა მან საფრანგეთის მიერ ლიბიის ოპოზიციის მხარდაჭერა.
"რა მოხდებოდა, თუ ლიბია კორსიკის ან სარდინიის საქმეებში ჩაერეოდა?"_დაინტერესდა კადაფი, რომელმაც იგულისხმა, რომ საფრანგეთისა და იტალიის კუთვნილ ამ კუნძულებზე ავტონომიის მომხრეთა მოძრაობა მიმდინარეობს.
ამასთან, მუმარ კადაფიმ ოპოზიციის გამოსვლა შეთქმულებად დაახასიათა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებას ექსტრემისტები და "ალ-ქაიდა" ახორციელებენ.
გარდა ამისა, კადაფიმ ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა ტერორიზმთან ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობს. ოპოზიციონრებს კი, რომლებიც სინამდვილეში, "ალ-ქაიდას" დაჯგუფებებია, არანაირი ეკონომიკური ან პოლიტიკური პროგრამა არ გააჩნიათ. მეტიც, კადაფის თქმით, ისინი ქვეყანაში აღზევებულ ისლამიზმის ტალღას ეყრნობიან.
შეგახსენებთ, 5 მარტს საფრანგეთის საგარეო საქმთა მინისტრმა ალენ ჟუპემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებაზე დიდ იმედს ამყარებს, რაც ლიბიის საჰაეო სივრცის დახურვას გულისხმობს.