სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები ეგვიპტელ დემონსტრანტებს ხანჯლებითა და მოლოტოვის კოქტეილებით თავს დაესხნენ .
ეგვიპტეში რევოლუცია დასრულდა, მაგრამ აქციები გრძელდება. ამჯერად ქაიროს ქუჩებში გამოსულმა ათობით ათასმა ადამიანმა უსაფრთხოების სამსახურის რეფორმირება მოითხოვა.
დემონსტრანტებმა უშიშროების სამინისტროს შენობის შტურმით აღება სცადეს, რაშიც მათ ხელი სპეცრაზმელებმა შეუშალეს. მოგვიანებით დემონსტრანტებს თავს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები ხანჯლებითა და მოლოტოვის კოქტეილებით დაესხნენ. რამდენიმე ადამიანი დაშვდა.