საუდის არაბეთში ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსული 22 შიიტი მოქალაქე დააკავეს. საპროტესტო გამოსვლების სამოყვარულო კადრები მხოლოდ სოციალური ქსელით ვრცელდება.
გუშინ საუდის არაბეთში გავლენიანმა მუსულმანურმა სასულიერო წრეებმა სპეციალური ბრძნება გამოსცეს, რომლის ძალითაც მოსახლეობას საპროტესტო შეკრებები ეკრძალება.
ბაჰრეინის დედაქალაქ მანავაში კი ოპოზუციურად განწყობილი მოქალაქეები პრემიერ-მინისტრის სასახლის წინ მისი გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ.
დედაქალაქში აქციაზე სტუდენტთა ნაწილი ვირებით გამოვიდა. მათ მთავარ მოედანზე შეძახილებით ჩაიარეს. საპროტესტო ტალღა მოედო ლიბანსაც. ბეირუთის ცენტრში ათასობით მოქალაქე რეჟიმის შეცვლას ითხოვს.