ხმის მიცემის წინასწარი მონაცემების მიხედვით ესტონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა რეფორმატორულმა პარტიამ გაიმარჯვა. რეფორმატორებს ხმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების 29%-მა მისცა.
სულ არჩევნებბში მონაწილება 573 325-მა ამომრჩეველმა (62.9%) მიიღო.
წინასწარი მონაცემებით პარლამენტში რეფორმატორებეს 101-დან 33 მანდატი ერგოთ, რაც 2 მანდატით მეტია 2007 წელს მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
ცენტრისტებმა 26 მანდატი მოიპოვეს, „კავშირი მამული-რესპუბლიკა" - 23 მანდატი, სოციალ-დემოკრატებმა 19 მანდატი. სხვა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შესძლეს.
პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მეტი ხმა მოიპოვეს ტალინის მერმა ედგარ სავისაარმა, რეფორმატორების ლიდერმა ანდრუს ანსიპმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე რეფორმატორმა ურმას პაეტმა.
სულ პარლამენტში მოსახვედრად 757 კანდიდატი იბრძოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპაური არჩევნებისგან განსხვავებით, ესტონეთის საპარლამენტი არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეკრძალებათ პირებს, რომლებსაც არ აქვთ ქვეყნის მოქალაქეობა.