აშშ-ის თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი მოულოდნელად ავღანეთში ჩავიდა.
გეიტსი შეხვედრას გამართავს ავღანეთის პრეზიდენტთან ჰამიდ ყარზაისთან, რომელმაც გასულ კვირას მკვეთრი განცხადებები გააკეთა ნატოს ჯარების მიერ განხორციებული ავადაბომბვის შედეგად 9 ბავშვის დაღუპვის გამო.
გუშინ ყარზაიმ ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ აშშ-ის სარდლობის ბოდიში ვერ შეძლებს დაღუპული ბავშვების გაცოცხლებას.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთის პროვინციალ კუნარში ნატოს ვეტმფრენებმა ბავშვების ჯგუფს სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 8-დან 14 წლამდე ასაკის 9 ბავშვი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.