ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა მოხუცებულთა კატარაქტის ოპერაციული მკურნალობის უზრუნველყოფის პროგრამის მორიგი ეტაპი განახორციელა.
პროგრამის განხორციელება 2009 წლის 1 მარტიდან დაიწყო და 2009 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, რომლის ფარგლებშიც 77 მოხუცებულს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.
კატარაქტის ოპერაციებს წელს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "საგიტარიუსის" ექიმები ატარებენ.
პროგრამის მიზანია ქ. ბათუმში მცხოვრები 60-დან 75-მდე ასაკის 100 მოხუცებულის კატარაქტის ოპერაციული მკურნალობის უზრუნველყოფა.
მომავალი წლისთვის დაგეგმილია აღნიშნული პროგრამის განხორციელების გაგრძელება, რომელიც ითვალისწინებს კიდევ 120 პაციენტზე კატარაქტის ოპერაციული მკურნალობის უზრუნველყოფას.
მასალის გამოყენების პირობები