ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩეველ საკუთარი არჩევანის გაკეთება ქვეყნის 12 რეგიონში 20:00 საათამდე შეეძლება.
ესტონეთის პარლამენტში (რიიგიკიგუ) 101 ადგილის დასაკავებლად 789 კანდიდატი 9 პოლიტიკური პარტიიდან იბრძვის.
ესტონეთის კანონმდებლობის თანახმად პარლამენტში დეპუტატებს პირდაპირი არჩევნებით 4 წლიანი ვადით ირჩევენ.
აღსანიშნავია, რომ წელს დეპუტატის მანდატისთვის 32 დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი იბრძვის, რაც ქვეყნის ისტორიის განმავლობაში რეკორდული რიცხვია. 2007 წელის საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ 7 პოლიტიკოსმა გამოთქვა დამოუკიდებელი კანდიდატის მანდატით მონაწილეობის სურვილი.
ამომრჩეველთა სიაში ესტონეთის 912,65 ათასი მოქალაქეა შეყვანილი.