ლიბიელმა ამბოხებულებმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ხელში ჩაიგდეს ბრიტანეთის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები.
Sunday Times ინფორმაციით, ამბოხებულება შეიპყრეს ბრიტანეთის ელიტარული რაზმის SAS (Special Air Service) რვა ოფიცერი, რომლების ბრიტანელ დიპლომატს ახლდნენ. სავარაუდოდ, დიპლომატს ამბოხებულებთან კონტაქტი უნდა დაემყარებინა და შეეთანხმებინა მათთან ზემდგომი რანგის დიპლომატის შეხვედრა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ქალაქ ბენგაზში არიან გადაყვანილნი, სადაც ისინი ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ოპოზიციის ლიდერმა თავად დაკითხა.
ლიბიის ოპოზიციის წარმომადგენელთა გულისწყრომა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ უცხო ქვეყნის შეიარაღებული პირები მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე აღმოჩდნენ, რამაც შეიძლება პატრიოტულად განწყობილი ამბოხებულების კადაფის მხარეს გადასვლა გამოიწვიოს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება აღნიშულთან დაკავეშირებით ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.