იაპონიაში ახალი სწრაფმავალი მატარებელი "ნაიაბუსა" გაუშვეს, რომლის სიჩქარე საათში 300 კილომეტრია. იაპონელები გეგმავენ, რომ მატარებლის სიჩქარე მომავალი წლისთვის კიდევ უფრო გააუმჯობესონ და მისი სიჩქარე 320 კილომეტრ საათამდე გაზარდონ.
ახალი მატარებელი ტოკიოდან აომორში დღეში ორჯერ იმოძრავებს. დღემდე ამ მიმართულებით სწრაფმავალი მატარებლები არ მოძრაობდნენ.
ახლა კი "ნაიაბუსას" დახმარებით მგზავრებს შეეძლებათ 675 კილომეტრის გავლა 3 საათსა და 10 წუთში.
ამ ახალი იაპონური მატარებლის შემადგენლობაში იქნება " GranClass"-ის ვაგონები. ასეთი ვაგონით მგზავრობის საფასური კი 26360 იენს (320 დოლარი) შეადგენს