ვლადიმერ პუტინის მიერ ქველმოქმედებისთვის შეგროვილი თანხა გაქრა. სკანდალურ ინფორმაციას რუსული პრესა აქვეყნებს, საუბარია სანკტ-პეტერბურგში 10 დეკემბერს გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე, რომელზეც ცნობილი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ჰოლივუდის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.
საღამოზე რუსეთის პრემიერმა როიალზე დაუკრა და იმღერა კიდეც. ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ კონცერტიდან შემოსული თანხა ონკოლოგიური დაავადებებით დასნეულებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდებოდა. თუმცა სამი თვის შემდეგ გაირკვა, რომ თანხა დახმარების ფონდში არ გადარიცხულა.
შეგახსენებთ, სანკტ-პეტერბურგში დაავადებული ბავშვები, რომელთა დახმარებისთვისაც კონცერტი გაიმართა, მაშინ შერონ სთოუნმა, მიკი რუკმა, ალენ დელონმა, მონიკა ბელუჩიმაც მოინახულეს.