ბარაკ ობამამ 2012 წლის არჩევნებისთვის "დემოკრატიული პარტიის" კამპანია დაიწყო. თანხის შესაგროვებლად იგი მაიამიში ჩავიდა. კამპანიის დროს აშშ-ის პრეზიდენტს ფლორიდის გუბერნატორი და სხვა დემოკრატი სენატორები ახლდნენ.
მაიამიში გამართული ორი შეხვედრის შედეგად ბარაკ ობამამ წინასაარჩევნო კამპანიისთის ერთი მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო.
აშშ-ის ლიდერმა სამომავლო გეგმებსა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. ამასთან, ობამამ გაანაცხადა, რომ დემოკრატები 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებას გეგმავენ.