რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფა მსხვერპლით დასრულდა. ბელგოროდის ოლქში AN 148 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა.
წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. რუსული სააგენტოების ცნობით, შემთხვევის ადგილზე უკვე ნაპოვნია ოთხი ცხედარი. მომხდარს საგამოძიებო ჯგუფი იძიებს.
AN 148 ექსპერიმენტული თვითმფრონავი იყო, რომელიც ვორონეჟის ავიამშენებელ ქარხანას ეკუვნოდა.
ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია.