ინტერპოლმა ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფიზე, მისი ოჯახის 15 წევრსა და მათ გარემოცვაზე დაჭერის ორდერი გასცა. ამის შესახებ ინტერპოლის ოფიციალური საიტი იტყობინება. ინტერპოლი, ასევე, ლიბიის ლიდერის ვაჟს-სეიფ კადაფს ეძებს.
ამასთან, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში, რომელსაც მუამარ კადაფი აკონტროლებს, დაახლოებით ათასი ადამიანი საპროტესტო აქციაზე გავიდა. დემონსტრაცია ტრადიციული პარასკევის ლოცვის შემდეგ დაიწყო. მეჩეთში ლოცვის დასრულებისთანავე, მლოცველები პირდაპირ ცენტრალურ მოედანზე გავიდნენ და მუამარ კადაფის ხელისუფლებიდან ჩამოშორება მოითხოვეს.
კადაფის მომხრე პოლიციელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
საერთაშოროსო საზოგადოებამ ლიბიის ლიდერის მოქმედება უარყოფითად შეაფასა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ლიბიის ლიდერი უნდა წავიდეს.