ამერიკელი სენატორები ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადებას მოითხოვენ. განცხადება ამის შესახებ ჯონ მაკკეინმა და ჯონ ლიბერმანმა გააკეთეს.
სენატორები პრეზიდენტ ობამას ლიბიის ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთა დახმარებისთვის მოუწოდეს.
პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ლიბიაში სიტუაციის ესკალაციის შესაჩერებლად ერთ-ერთი სწორი ფორმა სწორედ ქვეყნის არასაფრენ ზონად გამოცხადებაა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკელი სენატორების მოწოდების მიუხედავად პენგატონი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადებას უკიდურეს ნაბიჯად მიიჩნევს.
მასალის გამოყენების პირობები