ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს შემოსავლების სამსახურის ქ. გორის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი გიორგი გეგელაშვილი და შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს ყოფილი უფროსი ინპექტორ-გამომძიებელი ზაზა ლაზვიაშვილი, რომლებმაც ერთ-ერთი ინდმეწარმისაგან ქრთამის სახით აიღეს 10 000 ლარი, სანაცვლოდ მას შემოწმების შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 000 ლარის ნაცვლად 4000 ლარის გადახდა დააკისრეს. ამ ფაქტის გამო სახელმწიფო ბიუჯეტმა მნიშვლნელოვანი ზიანი მიიღო.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე.