ამერიკელმა მომღერალმა ბიონსემ მუამარ კადაფის მოკავშირეების წინაშე კონცერტზე გამოსვლისას მიღებული თანხა ქველმოქმედების მიზნით გადარიცხა.
2009 წლის დასაწყისში ბიონსემ რამდენიმე კომპოზიცია კერძო საღამოზე შეასრულა, რომელიც ლიბიის პრეზიდენტის ერთ-ერთი მხარდამჭერის მიერ კუნძულ სენტ ბარტსზე მოეწყო.
ლიბიაში მომხდარი მოვლენების შემდეგ ბიონსზემ ორი წლის წინ მიღებულ ანაზღაურებაზე უარი განაცხადა და თანხა ერთი წლის წინ ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის გამო დაზარალებულებს გადასცა.
"გადაწყვეტილება საუკეთესო მოტივით იყო ნაკარნახები",_აღნიშნულია მომღერლის ოფიციალურ საიტზე.
კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ნელი ფურტადო, ასევე, ქველმოქმედებისთვის გაიღებს კადაფის ოჯახის მიერ მისი კონცერტისთვის გაღებულ 1 მილიონ დოლარს.