ლიბიის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შემოღებული სანქციების გამო რუსეთი 4 მილიარდ დოლარს დაკარგავს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო სამრეწველო ჰოლდინგ "რუსეთის ტექნოლოგიების" დირექტორმა სერგეი ჩემეზოვმა განუცხადა.
"ლიბიაში შექმნილი ვითარების გამო იარაღის სახელმწიფო ექსპორტიორი "როსობორონექსპორტის" დანაკარგი 4 მილიარდ დოლარს შეადგენს", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ არაბული ქვეყნები რუსეთის იარაღის საექსპორტო მთავარი ბაზარია.