2010 წელს თურქეთში 28 მლნ. უცხოელი ტურისტი იმყოფებოდა, საიდანაც ქვეყნის ეკონომიკამ 20 მლრდ. დოლარის შემოსავალი მიიღო.
"ტურიზმი თურქეთის შემოსავლის ძირითადი წყაროა. ტურიზმი მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და სავაჭრო დეფიციტის შესამცირებლად", - ამის შესახებ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა ერთუღლუ გუნაიმ განაცხადა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2011 წლის იანვარში თურქეთში ჩასული ტურისტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 %-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში თურქეთში ჩასული უცხოელი ტურისტებიდან გერმანელი ტურისტები ჭარბობდნენ. გერმანელი ტურისტების შემდგომ რიცხოვნების მიხედვით, ირანელი, ქართველი და ბულგარელი ტურისტები ლიდერობენ.
2010 წელს თურქეთში ჩასული უცხოელი ტურისტებიდან საგრძნობლად გაიზარდა ტურისტები დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან. გაიზარდა ასევე ტურისტების რაოდენობა აშშ-დანაც, რომლებიც ბოლო პერიოდში არგენტინისა და კუბის ტურებს, თურქეთში დასვენებას ამჯობინებენ.