ტაჯიკეთი ქვეყნიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას მოითხოვს. დუშანბეში საგანგებო ვიზიტით რუსეთის სასაზღვრო ჯარების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ტაჯიკეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყეს.
რუსმა მესაზღვრეებმა ტაჯიკეთის ტერიტორია 2005 წელს დატოვეს, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ოპერატიული ჯგუფი. ჯგუფის წევრები დღეს კონსულტანტებისა და მრჩეველების ფუნქციას ასრულებენ.