არაოფიციალური ინფორმაციით, ეგვიპტის ექს-პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის ვაჟმა ჯამალ მუბარაქმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა. ამის შესახებ ალჟირის ერთ-ერთი გაზეთი იტყობინება.
გაზეთის ინფორმაციით, ჯამალ მუბარაქი თვითმკვლელობას საწამლავით აპირებდა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ეგვიპტელმა სამხედროებმა სხვადასხვა ბანკიდან მის მიერ განაღდებული მილიონობით დოლარის დაბრუნება მოითხოვეს.
მუბარაქის ვაჟი შარმ-ელ-შეიხის საოჯახო რეზიდენციაში გონდაკარგული უპოვიათ. ოჯახის ექიმის დახმარებით მისი გადარჩენა შეძლეს.
ოფოციალური წყაროები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
შეგახსენებთ, თებერვლის ბოლოს ეგვიპტის გენერალურმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს საზღვარგარეთ გასვლა აუკრძალა. ქვეყნის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით კი, მუბარაქისა და მისი გარემოცვის აქტივები შეჩერებულია.
სხვადასხვა წყაროებით, მუბარაქის მატერიალური მდგომარეობა მეტად შთამბეჭდავია. საუბარია ათეულობით მილიონ დოლარზე.