აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მუამარ კადაფს დაუყოფნებლივ გადადგომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ობამამ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კადაფი უნდა წავიდეს, რადგან მან დაკარგა ლეგიტიმურობა. ეს პრეზიდენტ ობამას პირველი სიტყვიერო მოწოდება იყო მუამარ კადაფის მიმართ გადადგომის შესახებ. აქამდე თეთრი სახლი მხოლოდ წერილობითი განცხადებებით შემოიფარგლებოდა.
ბარაკ ობამამ ასევე დასძინა, რომ აშშ-ს სამხედრო ვერტმფრენები ლტოლვილთა დასახმარებლად ჰუმანიტარულ ოპერაციაში ჩაერთვებიან. მისივე განცხადებით, ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადების საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას, თუმცა ამგვარ გადაწყვეტილებას სხვა უამრავი საკითხის გათვალისწინება სჭირდება.
"მუამარ კადაფის მთავრობამ პასუხი უნდა აგოს იმ ძალადობაზე, რომელსაც ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებენ. ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. მათ ამის გამო პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ. მათ უნდა იცოდნენ, რომ საბოლოოდ ისტორია პოლკოვნიკი კადაფის წინააღმდეგ წავა", - განაცხადა ობამამ.