ლიბიის პრეზიდენტ მუამარ კადაფის ჯარმა ზღვისპირა ქალაქ ბრეგაზე კიდევ ერთი სამხედრო იერიში მიიტანა. გარცელებული ინფორმაციით, ქალაქში არსებული ნავთობტერმინალი არ დაზიანებულა. ორივე მხარე - როგორც კადაფის ჯარი, ისე მეამბოხეები პირობას დებეენ, რომ ნავთობის ინფრასტრუქტურას არ შეეხებიან.
მუამარ კადაფის ვაჟის განცხადებით, ეს იერიში მეამბოხეების დასაშინებლად განხორციელდა. ქალაქ აჯიბებიაში კი, რომელიც გუშინ ბრეგასთან ერთად დაიბომბა, მოხალისეები საბრძოლო მზადყოფნაში არიან.
ქვეყანაში კრიზისის გამწვავების გამო ლიბია-ტუნისის საზღვარზე გაეროს მიერ მოწყობილ ლტოლვილთა სოფელში უკვე 18 ათასი ადამიანი ცხოვრობს.