მოსკოვში მოძრაობა "იაბლოკოს" აქტივისტები არასანქცირებული მიტინგის მოწყობის გამო დააკავეს.
მოძრაობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ გამოკიდეს ახალგაზრდებმა კრემლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ერთ-ერთ ხიდზე პლაკატი წარწერით - "თავისუფლება პოლიტპატიმრებს!".
8 მეტრის სიგრძის პლაკატი მოსკოვის ცენტრში 15 წუთის განმავლობაში ეკიდა, მანამ ვიდრე პოლიციამ აქცია არ აღკვეთა. დაკავებულები განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალური ოქმის შევსების შემდეგ გაათავისუფლეს.