ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) ლიბიაში არეულობის დროს ადამიანის უფლების დარღვეის ფაქტებთან დაკავშირებით საქმის გამოძიებას იწყებს. პროკურორმა ლუის მორენო-ოკამომ აღნიშნა, რომ მსოფლიო თანამეგობრობის უამრავი მტკიცებულება აქვს იმისა, რომ ლიბიის ხელისუფლებამ კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ალ ჯაზირა" ავრცელებს.
გამოძიების დაწყების ინიცირება შაბათს, გაეროს უშიშიროების საბჭოზე მოხდება, სადაც ლიბიაში მომხდარი არეულობა განიხილება.
შეგახსნებთ, რომ ლიბიაში სამოქალოაქო ომი მიდნინარეობს, ოპოზიცია ქვეყნის ლიდერის მუამარ კადაფის გადადგომას ითხოვს. სამოქალაქო ომს 2000-მდე კაცი უკვე შეეწირა.