კორუფციის ბრალდებით ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი სასამართლოზე დასაკითხად გამოიძახეს. ამის შესახებ სი-ენ-ენი ეგვიპტის პარლამენტის ყოფილი დეპუტატის მუსტაფა ბარკის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
უფრო ადრე მუბარაქს, რომელიც შარმ-ალ-შეიხის საკურორტო ქალაქში აფარებდა თავს, ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. მისი ანგარიშები კი გაყინეს.
ყოფილმა პრეზიდენტმა კორუფციაში მისი დადანაშაულება სიყალბედ მიიჩნია.
შეგახსენებთ, ჰოსნი მუბარაქს 11 თებერვალს 18-დღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ საკუთარი დაატოვებინეს.