ლიბიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 3 მარტს ქალაქი ბრეგა დაბომბეს. "როიტერის" ჟურნალისტებს ამის შესახებ თვითმხილველებმა აცნობეს.
ბრეგა ნავთობმრწეველობის ერთ-ერთი ცენტრი იყო. 2 მარტს ამ ქალაქისთვის გაცხოველებული შეტაკებები მიმდინარეობდა, რაც კადაფის მომხრეთა მარცხით დასრულდა. ქალაქზე კონტროლი ოპოზიციამ დაამყარა. შეტაკებებს სამთავრობო ძალების 10 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.
ალ-ჯაზირას ინფორმაციით. ბრეგაში კადაფის მომხრე 200 მებრძოლი რჩება.