ნატო ლიბიაში მიმდინარე პროცესებში ჩარევას არ აპირებს. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარე ანდრეს ფოგ რასმუსენმა დღეს ალიანსის შტაბ-ბინაში განაცხადა.
"ნატო არ აპირებს ლიბიაში მიმდინარე პროცესებში ჩარევას, მაგრამ, როგორც თავდაცვითი ალიანსი და ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების ფარგლებში გავაკონტროლებთ ", - განაცხადა რასმუსენმა.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომია.