რუსეთი არ დაუშვებს თავისი სტრატეგიული ბირთვული პოტენციალის ნეიტრალიზებას. განცხადება ამის შესახებ რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ალიანსში რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა გააკეთა.
მისივე თქმით, მოსკოვის უკმაყოფილოა იმით, რომ ნატო უარს აცხადებს ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კონსტრუქციაში რუსეთის თანასწორუფლებიანი როლი განსაზღვროს.
"ნატოს სამდივნოს მაღალჩინოსანმა თავისი აზრი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის საქმე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის საკითხში რუსეთ-ნატოს საბჭოს დონეზე და განაცხადა, რომ არის რაღაც წვრილი უთანხმოებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ამის გამო, მე იძულებული გავხდი სიტყვა ამეღო და განმემარტა, რომ საუბარი მიდის არა წვრილმან უთანხმობებებზე, არამედ პრინციპულ უთანხმობებზე, რომელთა დროსაც ჩვენი ნატოელი პარტნიორები რუსეთის როლის თანასწორუფლებიან აღიარებაზე უარს აცხადებენ", - განაცხადა როგოზინმა და აღნიშნა, - "ჩვენთვის მიუღებელია, რომ ჩვენ მოგვიწევს მიერთება უკვე მზა პროდუქტთან, რომელიც ჩვენი მონაწილეობის გარეშე და ჩვენი აზრის გათვალისწინების გარეშე შეიქმნა. ასეთი რამ არ მოხდება".