ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი, რომელიც ლიბიაში სამხედრო ინტერვენციის მოწყობაში დასავლეთს ადანაშაულებს, მზადაა, კონფლიქტის დარეგულირებისთვის შუამავლის როლი საკუთარ თავზე აიღოს. ამის შესახებ "ალ- ჯაზირა" იტყობინება.
უგო ჩავესმა მოქმედების საკუთარი გეგმა მუამარ კადაფთან სატელეფონო საუბრისას უკვე განიხილა. თავის მხრივ, ლიბიის ლიდერი მზადაა, გაიზიაროს უგო ჩავესის გეგმა.
ამ ინფორმაციას ადასტურებს ვენესუელის ერთ-ერთი ტელარხის ჟურნალისტიც, რომელიც ჩავესის გარემოცვაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რომ უგო ჩავესი ოთხშაბათს უკვე ელკაპარაკა მუამარ კადაფის.
ცნობისთვის, ვენესუელამ ეს საკითხი უკვე განიხილა ლათინური ამერიკის ალიანსში შემავალ სახელმწიფოეთან _ კუბა, ეკვადორი, ნიკარაგუა, ანტიგუა და ბარბუდა, სენტ-ვინსენტსა და გრენადასთან.
მხარეებთან მოლაპარაკებების შემდეგ ვენესუელის პრეზიდენტი სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც კადაფის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მოლაპარაკებების გასამართად ლიბიაში გაემგზავრება.