ბოლივიაში წყალდიდობასა და მეწყერს 44 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
სტიქიის შედეგად 400-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიმეწყრა და ამ დრომდე ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.
სტიქიის ზონაში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული და მაშველები დაკარგულების მოსაძებნად სამაშველო სამუშაოებს კვლავ განაგრძობენ.
ძლიერი წვიმების გამო ბოლივიის რამდენიმე რაიონში ჩახერგილია საავტომობილო გზები, მოსახლეობას ელექტროენერგია და სასმელი წყალი არ მიეწოდება.