ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მომხრეებმა სამი ჰოლანდიელი ჯარისკაცი დაატყვევეს. ნიდერლანდების ხელისუფლება მათ გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
გავრცელებული ინფორამაციით, ჰოლანდიელი სამხედროები ლიბიის ქალაქ სირტადან ერთ-ერთი თავისი თანამოქალაქისა და კიდევ ერთი ევროპელის ევაკუაციას ცდილობდნენ, როცა ვერტმფრენი ჩამოვარდა და ეკიპაჟი და მგზავრები კადაფის მომხრეებმა დაატყვევეს.
მშვიდობიანი ორი მოქალაქე ჰოლანდიელ დიმპლომატებს გადაეცა, მათ ლიბია უკვე დატოვეს. სამხედრო მოსამსახურეები კი ტყვედ აღმოჩნდნენ.
შეგახსენებთ, თებერვლის შუა რიცხვებიდან მუამარ კადაფის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, რასაც არაოფიციალური მონაცემებით, 2 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.
რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა და სხვა სახელმწიფოებმა ლიბიიდან საკუთარი მოქალაქეები უკვე გაიყვანეს.