აშშ "საინფორმაციო ომს აგებს არაბეთის ტელეარხ "ალ-ჯაზირასთან", ჩინეთთან და რუსეთთან. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამერიკის კონგრესზე გამოსვლისას განაცხადა.
"ცივი ომის" დროს ამერიკული პროპაგანდისთვის შესანიშნავად ვიმუშავეთ. თუმცა ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ამერიკელებმა საკუთარ თავს ვუთხარით, რომ საკმარისია, ყველაფერი უკვე გაკეთებულია. ამის გამო დღეს დიდი ფასის გადახდა გვიწევს,"_აღნიშნა კლინტონმა.
ამასთან, სახელმწიფო მდივანმა აღიარა, რომ კერძო მედიასაშუალებებს არსებული უფსკრულის ამოივსება არ ხელეწიფება. რამდენადაც ისინი, განსაკუთრებით კულტურული პროგრამები, შედეგზე არიან ორიენტირებულნი, რაც ზოგჯერ ამერიკულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ამის დამადასტურებლად ჰილარი კლინტონმა ამასწინანდელი მისი საუბარი გაიხსენა ერთ-ერთ ავღანელ გენერალთან, რომელიც ამერიკელებს რატომღაც ბიკინებში გამოწყობილ ადამიანებად წარმოიდგენდა, რომლებიც კუნთებს ათამაშებდნენ, რაც ამ გენერალს ტელევიზიით ჰქონდა ნანახი.
"ჩვენ ინფორმაციული ომის წინაშე ვართ და მას ვაგებთ. "ალ-ჯაზირა" კი იმარჯვებს. ჩინელებმა გლობალური სატელევიზიო ქსელი შექმნეს, რომელიც სხვადასხვა ენაზე გადაიცემა. რუსებმა ინგლისურენოვანი არხი გახსნეს. ეს ყველაფერი რამდენიმე ქვეყანაში ვნახე, რაც საკმარისია გაკვეთილის მისაღებად. ჩვენი გავლენა მცირდება,"_განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.