აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ალ-ქაიდას მიერ აშშ-სა და მის მოკვაშირეების წინააღმდეგ ახალი შეთქმულებების მოწყობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ კლინტონმა სენატში გამოსვლის დროს ლიბიაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას აღნიშნა.
"ჩვენ ყოველდღიურად მთელი ძალისხმევით ვმუშაობთ, რომ მაგრამ არსებობს გარეკვეული საფრთხეები, რომ ალ-ქაიდას მებრძოლები ჩვენი და მოკავშირების წინააღმდეგ ახალ შეთქმულებას მოწყობენ. ვშიშობთ, რომ ქაოსი ლიბიას მეორე სომალად აქცევს. რელაობა ასეთია - ალ-ქაიდას ზოგიერთი აქტივისტი წარმოშობით ლიბიიდან არის, კერძოდ კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან, რომელიც ამჟამად ე.წ. თავისუფალ ტერიტორიად არის გამოცხადებული. ასეთ ვითარებაში საკმაოდ საშიშ სიტუაციას ვიღებთ, რომლის დალაგება ძალიან რთული საქმეა", - აღნიშნა კლინტონმა.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქ ომია, რომელსაც 2000-მდე ადამიანის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა.