საპორტო ქალაქ მარსა-ელ-ბურეიკისთვის (ბრეგა) გაცხოველებული ბრძოლების შედეგად ამბოხებულებმა მუამარ კადაფის ერთგულ სამხედრო დანაყოფებს უკან დახევა აიძულეს.
ნაბთობის ერთ-ერთი სამრწეველო ცენტრის ხელში ჩასაგდებად შეტაკება ლიბიაში გუშინ დილიდან დაიწყო. ქალაქი რამდენჯერმე გადავიდა კადაფისა მომხრებისა და მოწინააღმდეგეების ხელში.
ქალაქ ბრეგას აღებისას კადაფის მომხრეების ფიასკომ მისი შეიარაღებული ძალების სისუსტე და ამბოხებულთა სიძლიერე დაადასტურა, რომელთა მხარესაც უკვე ასობით მებრძოლი გადავიდა.
საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ბრეგასთვის ბრძოლაში სამთავრობო ძალების 10 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაიჭრა.
ამბოხებულთა შორის მსხვერპლის რაოდენობა უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები