დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საფარ აბიევი აზერბაიჯანში ახლადდანიშნულ უნგრეთისა და საქართველოს სრულუფლებიან ელჩებს_ ჟოლტომ ჩუტორსა და თეიმურაზ შარაშენიძეს შეხვდა. ამის შესახებ სააგენტო "ტრენდ აზ" იტყობინება.
მხარეებმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ერთმანეთის პოზიცია მოისმინეს. ამასთან, რეგიონში არსებული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციაც განიხილეს.